
მერაბ ჩიქოვანი
დირექტორი, იურისტი
იურისტი სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით, მაგისტრი. მან საადვოკატო საქმიანობა დაიწყო 2004 წლიდან და მუშაობდა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებში, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, უსაფრთხო სივრცესა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში. არის ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. ამერიკის იურისტთა ასოციაციის ეგიდით ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებისთვის. არის მედიატორი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ასოციაციის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული გაეროს, ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და იუნისეფის ორგანიზებით ჩატარებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და სემინარებში ამავე დროს არის ტრენერი მედიაციის მიმართულებით. 2016 წლიდან არის იურიდიული კომპანია შპს ,,ლეგალ პოინტ ჯორჯია“ -ს დამფუძნებელი და დირექტორი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი