ლეგალ ფოინთ ჯორჯია

საადვოკატო წარმომადგენლობითი და საკონსულტაციო მომსახურება

კომპანია წარმართავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებს, მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებებში, მათ შორის, სამეწარმეო, საგადასახადო და გარემოსდაცვითი სფეროს დავებთან დაკავშირებით.

ძირითადი საქმიანობა

საადვოკატო წარმომადგენლობითი და საკონსულტაციო მომსახურება. კომპანია წარმართავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებს, მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებებში, მათ შორის, სამეწარმეო, საგადასახადო და გარემოსდაცვითი სფეროს დავებთან დაკავშირებით.

ღირებულებები და ხედვა

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება დასავლურ სამართლებრივ ღირებულებებსა და ხედვებს. აგრეთვე არის ორიენტირებული ქვეყანაში სამართლებრივი სივრცის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც ჩვენი გუნდი აქტიურად მოღვაწეობს არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზზე და მის სრულყოფაზე.

უპირატესობები

ჩვენი კომპანიის მთავარი უპირატესობა არის ადვოკატების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის სტილი. ადვოკატები თითოეული საქმის ირგვლივ აწარმოებენ სრულყოფილ გამოძიებას, რაც მოიცავს დანაშაულის ადგილის დათვალიერებას, მოწმეებისა და მტკიცებულებების მოძიებას, ალტერნატიული ექსპერტიზების დანიშვნას და ა.შ

 

ასევე ჩვენი გუნდი იურიდიულ მომსახურებას ახორციელებს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე. სამართლებრივ დახმარებას უწევს ფიზიკურ პირებს, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს, როგორც
საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე დისტანციურად საქართველოს საზღვრებს, გარეთ მათი კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად.