
ზვიად ასათიანი
მმართველი პარტნიორი, იურისტი
დაამთავრა ივ.ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. 1997-2002 წლებში მუშაობდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტზე კომპანიებში McConnell Dowell, Cape Industrial Services და BP სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის პოზიციაზე. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2015 წლიდან არის იურიდიული კომპანია „Legal Point Georgia” - ს მმართველი პარტნიორი და იურისტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.