გაგი მოსიაშვილი

მმართველი პარტნიორი, იურისტი

2002 წელს დაამთავრა თბილისის სამართლის და ინფორმაციის საერთაშორისო ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, წარჩინების დიპლომით და მიენიჭა მაგისტრის წოდება. იგი საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2003 წლიდან. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე და ასევე გახლდათ ამ ასოციაციის გამგეობის წევრი. მას მიჰყავდა სალექციო კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ეკონომიკის, სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინსტიტუტში. იურიდიულ მომსახურებას ახორციელებდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთში და იყო მრჩეველი-იურისტი. არის მედიატორი, საქართველოს მედიაციის ცენტრის დამფუძნებელი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ასოციაციის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ამავე დროს არის ტრენერი მედიაციის მიმართულებით. 2015 წლიდან არის იურიდიული კომპანია „Legal Point Georgia”-ს დამფუძნებელი და ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.